Share

223 80 60
კეკელიძის 2

ჩვენ შესახებ

ა-ვე ლუქსი

 

კომპანია “ა-ვე ლუქსი” პროფესიონალთა გუნდმა დააარსა. აველუქსმა ბინა ვაკეში, კეკელიძის No2-ში დაიდო. კომპანიამ პირველივე დღიდან აქცენტი ისეთი მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოებაზე გააკეთა, როგორიცაა გერმანული მეტალოპლასმასის კარ-ფანჯარა რეჰაუ. 2009 წელს კომპანიას მიენიჭა REHAU-ს ლიცენზირებული მწარმოებლის სტატუსი (#63762901), რაც იმას ნიშნავს რომ აქ ვერ შეხვდებით ფალსიფიკაციას. აბსოლუტურად ყველა ფანჯარა კომპლექტდება REHAU-ს 1,5 ან 2,0 მმ-იანი არმირებით და REHAU-ს შემამჭიდროვებლებით (რეზინით), რომელიც უნიკალური ტექნოლოგიის წყალობით, მაქსიმალური ჰერმეტულობის გარანტიაა.

წარმოებაში დანერგილი მაღალი სტანდარტის გამო, 2009 წლიდან დღემდე, რეჰაუ ყოველწლიურად გვანიჭებს ოფიციალური პარტნიორის წოდებას.

 

აღსანიშნავია, რომ კომპანიის შეუფერხებელ საქმიანობას უზრუნველყოფს REHAU-ს წარმომადგენლობა თბილისში, რომლის სასაწყობო მეურნეობა უშუალოდ გერმანიის ქალაქ ვიტმუნდში არსებული ქარხნიდან მარაგდება.

 

კომპანია “ა-ვე ლუქსი” REHAU-ს ფანჯრების დიზაინის გარდა კლიენტს, სურვილის შემთხვევაში, სთავაზობს როგორც მთლიანი ბინის, ასევე ცალკეული ოთახების დიზაინს.

 

კომპანია “ა-ვე ლუქსი” მონაწილეობს EBRD-ის პროგრამაში "ენერგოკრედიტი" და უკვე მრავალმა მომხმარებელმა ისარგებლა საკმაოდ მიმზიდველი პირობებით.