რეჰაუს კარ-ფანჯარა მეტრა პარკში

ეკოლოგიურად სუფთა გარემო ქალაქის ცენტრთან
“მეტრა დეველოპმენტი” სათავეში უდგას ახალი უბნის, “მეტრა პარკი”-ს დასრულება-განვითარებას. “მეტრა პარკი” გახლავთ სრულიად ახალი უბანი ბაგებში, სახლები სიმწვანეში. პროექტის კონცეფცია ეხმიანება ისეთ ყოფით აუცილებლობას, როგორიცაა მწვანე უბანი ქალაქის შუაგულში, სახლი ბუნებაში. პროექტი დაფუძნებულია ეკოლოგიურად სუფთა, მაღალი ხარისხის სამშენებლო მასალებისაგან შემდგარი, ენერგოეფექტური საცხოვრებელი კომპლექსის კონცეფციაზე.
ტენდერში გამარჯვების შემდეგ, აღნიშნულ უბანში კარ-ფანჯრების სამონტაჟო სამუშაოებს 2015 წლიდან დღემდე აწარმოებს ჩვენი კომპანია აველუქსი. მონტაჟისთვის ვიყენებთ გერმანული კომპანია რეჰაუს მაღალი ხარისხის პროფილებს, კერძოდ, REHAU EURO-DESIGN 60-ს (მუქი მუხა) და ნაწილობრივ Rescara RWT55 (შავი) სისტემის ალუმინს. დღევანდელი მდგომარეობით სამუშაოები დავასრულეთ თხუთმეტ სახლში(კორპუსში).
კარ-ფანჯრების სამონტაჟო სამუშაოები გრძელდება. (იხილეთ metra.ge)