სიახლეები

სიახლეები

პირველად საქართველოში – markilux

მსოფლიოში N1 ბრენდად აღიარებული მარკილუქსი (markilux) დღეს უკვე საქართველოშია! მარკილუქსი – პრემიუმ კლასის მარკიზებია (ტენტები) აივნებისთვის, ტერასებისთვის, ღია სივრცეებისთვის, ზამთრის ბაღებისთვის და ფანჯრებისთვის. 2013 წლის ივლისიდან კომპანია “აველუქსი” წარმოადგენს  markilux-ის ინტერესებს საქართველოში. მარკილუქსის ნაირფეროვანი პროდუქციის ხარისხი მართლაც რომ სასიამოვნოდ განგვაცვიფრებს, ტენტის ქსოვილის ყველა სხვა ანალოგისგან გამორჩეული ფაქტურა და ფერთა უზარმაზარი არჩევანი კი ნებისმიერი დიზაინერული ჩანაფიქრის უზადოდ განხორციელების საშუალებას იძლევა. მარკილუქსის პროდუქციის დასათვალიერებლად დააწკაპუნეთ www.markilux.com/de  და შემდეგ აირჩიეთ თქვენთვის სასურველი ენა, ხოლო კითხვებისათვის და შესაკვეთად დაგვიკავშირდით ჩვენ.
სიახლეები

რეჰაუს კარ-ფანჯარა მეტრა პარკში

ეკოლოგიურად სუფთა გარემო ქალაქის ცენტრთან
“მეტრა დეველოპმენტი” სათავეში უდგას ახალი უბნის, “მეტრა პარკი”-ს დასრულება-განვითარებას. “მეტრა პარკი” გახლავთ სრულიად ახალი უბანი ბაგებში, სახლები სიმწვანეში. პროექტის კონცეფცია ეხმიანება ისეთ ყოფით აუცილებლობას, როგორიცაა მწვანე უბანი ქალაქის შუაგულში, სახლი ბუნებაში. პროექტი დაფუძნებულია ეკოლოგიურად სუფთა, მაღალი ხარისხის სამშენებლო მასალებისაგან შემდგარი, ენერგოეფექტური საცხოვრებელი კომპლექსის კონცეფციაზე.
ტენდერში გამარჯვების შემდეგ, აღნიშნულ უბანში კარ-ფანჯრების სამონტაჟო სამუშაოებს 2015 წლიდან დღემდე აწარმოებს ჩვენი კომპანია აველუქსი. მონტაჟისთვის ვიყენებთ გერმანული კომპანია რეჰაუს მაღალი ხარისხის პროფილებს, კერძოდ, REHAU EURO-DESIGN 60-ს (მუქი მუხა) და ნაწილობრივ Rescara RWT55 (შავი) სისტემის ალუმინს. დღევანდელი მდგომარეობით სამუშაოები დავასრულეთ თხუთმეტ სახლში(კორპუსში).
კარ-ფანჯრების სამონტაჟო სამუშაოები გრძელდება. (იხილეთ metra.ge)

სიახლეები

დარგის ლიდერი 2016

კომპანია აველუქსი გახდა “დარგის ლიდერის” ოქროს მედლის და საერთაშორისო სერთიფიკატის მფლობელი.

ოქროს მედალი LEADER OF THE BRANCH ენიჭებათ საწარმოებს, რომლებსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ეკონომიკის განვითარებაში, აქვთ ღირსეული ფინანსურ-ეკონომიკური მაჩვენებლები და ავტორიტეტი ბიზნეს-გარემოში.

ნაციონალური ბიზნეს-რეიტინგების კავშირი

სიახლეები

წარმოგიდგენიათ რეჰაუს მაღალი ხარისხი დაბალ ფასად?

ქართული ბაზრის სპეციფიურობაზე გათვლილი რეჰაუს მოქნილი მენეჯმეტი საშუალებას გვაძლევს მისი პროდუქციის ღირებულება მომხიბვლელი გავხადოთ ქართველი მომხმარებლისათვის.. ფასები კიდევ უფრო საგრძნობლად იკლებს დიდი შეკვეთების შემთხვევაში.. ამიტომ რეჰაუ იდეალურია როგორც ინდივიდუალური ასევე მასიური ბინათმშენებლობისათვის.