REHAU – ED60 – 60 mm.

EURO-Design: პრაქტიკული არჩევანი

სამკამერიანი სისტემა REHAU EURO-Design სიღრმით 60 მმ შეესაბამება თბო და ხმის იზოლაციის, დიზაინის, საიმედოობისა და ხანგამძლეობის თანამედროვე მოთხოვნებს. შემჭიდროების ორი კონტური საიმედოდ იცავს სახლს გამჭოლი ქარისაგან, ტენისა და მტვერისაგან, ხოლო გლუვი ზედაპირის პროფილები არ მოითხოვს ყოველდღიურ მოვლას.

REHAU EURO-Design პროფილებისგან დამზადებული ფანჯრების ფორმა შეიძლება იცვლებოდეს შენობის არქიტექტურისა და დამკვეთის ორიგინალური ჩანაფიქრის შესაბამისად.

∙ სისტემის სიღრმე / კამერების რაოდენობა: 60 მმ / 3 კამერა
∙ თბოიზოლაცია: Uf = 1,6W/m2K
∙ გატეხვის საწინააღმდეგო უსაფრთხოება: ხელსაწყოს ღრეჩოს ღერძის 13 მმ-ის წანაცვლების ხარჯზე გაძლიერებული საკეტი მოწყობილობების დაყენების შესაძლებლობა
∙ ჰაერისა და წყლის გაუმტარობა: საიმედო დაცვა გამჭოლი ქარისაგან, მტვრისა და წყლისაგან ორი შემამჭიდროებელი კონტურის წყალობით (შემჭიდროებების 8 მმ-იანი პირგადადება გარეთ და შიგნით).
∙ ზედაპირი: გლუვი, ადვილად გასაწმენდი.

თქვენი სახლის სტილში

საფანჯრე სისტემა REHAU EURO-Design ძალიან უხდება როგორც კლასიკურ, ისე თანამედროვე სტილს. პროფილის წინა ზედაპირებზე 15-გრადუსიანი დაქანება მას მოხდენილ შეხედულებას აძლევს. REHAU EURO-Design-ის პროფილებისგან დამზადებული ფანჯრების ფორმა შეიძლება იცვლებოდეს თქვენი არქიტექტურული ჩანაფიქრის შესაბამისად.

გამოკვეთილი იერსახის შექმნა

REHAU EURO-Design პროფილებისგან დამზადებული ფანჯრების ორიგინალური ფორმისა და ფერის გამო თქვენ შეგიძლიათ გამოკვეთოთ მორთულობები ან ლამაზად შეუხამოთ ფანჯრები სახლის საერთო სტილს. ჩვენ გთავაზობთ:

∙ ფანჯრების მოხდენილ შესახედაობას, რომელიც მიიღება პროფილის ხილულ წინა ზედაპირებზე 15-გრადუსიანი დაქანებებით და 2 მმ-იანი რადიუსებით.
∙ ფრთის კლასიკურ ვარიანტს ჩარჩოს მიმართ წანაცვლებული გარე ზედაპირით.
∙ REHAU EURO-Design პროფილების მრავალფეროვანი ფორმის ფანჯრებს: მართკუთხას, მოღუნულს ან მრგვალს.
∙ მრავალფეროვან გადაწყვეტას დეკორაციული ფირებით, რომლებიც იმეორებს ხის ძვირფასი ჯიშების ფერსა და ტექსტურას.

სამშენებლო გადაწყვეტილებები

სისტემა გამოიყენება ობიექტების მშენებლობისათვის, რომლებშიც საჭიროა სტანდარტული თეთრი ან სხვადასხვა ფერის, მათ შორის ხის ფერისა და ტექსტურის ფანჯრების დაყენება, იგი ერთნაირად კარგად გამოიყენება როგორც ახალი სახლების მშენებლობისათვის, ისე ძველი სახლების განსაახლებლად. სისტემა გამოიყენება ფანჯრებისა და აივნების კარების დასამზადებლად.