REHAU – Intelio – 80 mm.

INTELIO: საუკეთესო დაცვა ხმაურისგან

სიახლე REHAU-გან, რომელსაც თავის კლასში არ გააჩნია ანალოგი ხმაურისგან დაცვის, თბოტექნიკის, უსაფრთხოების, ჰერმეტულობის კუთხით თავის კლასში. სისტემამ INTELIO გააერთიანა კომპანიის ინოვაციების ყველა უპრატესობა.

INTELIO – REHAU-ს უახლესი პროფილია. იგი წარმოადგენს 6 კამერიან სისტემას მთავარი პროფილების კომბინაციის ოპტიმალური სიმაღლით, რაც უზრუნველყოფს მაღალი თბოსაიზოლაციო თვისებებისა და დღის სინათლის მაქსიმალური გამოყენების შესაძლებლობის შეხამებას. შემინვის ფალცის სიგანე გვაძლევს საშუალებას დავაყენოთ 2 კამერიანი მინაპაკეტები 44 მმ სიგანით და გამოვიყენოთ ყველაზე გავრცელებული შტაპიკი 14,5 მმ. ამგვარი გადაწყვეტა არა მხოლოდ ძალიან “თბილია“, არამედ მისი მეშვეობით შესაძლებელი გახდა სპეციალური შუშის გამოყენება, რომელიც ხმაურისგან განსაკუთრებულ დაცვას უზრუნველყოფს (არანაკლებ 36 დბ (ა)). შედეგად, ხმაურის დონე შენობაში მცირდება ორჯერ, რაც REHAU INTELIO-ს ყველაზე „წყნარ“ ფანჯრებად აქცევს დღეს არსებულ ყველა სისტემას შორის. INTELIO-ს შეუძლია შეუქმნას თანამედროვე ოჯახს კომფორტული გარემო დასვენებისთვის, მუშაობისთვის და სწავლისთვის.

სისტემის ძირითადი მახასიათებლები:
სისტემის სიღრმე/კამერების რაოდენობა: 86მმ/6კამერა
თბოიზოლაცია: Uf=1,1W/m2K
ხმაურისგან დაცვა მე-4 კლასამდე ევროპული ნორმების მოთხოვნების შესაბამისად
შეღწევისგან დაცვა: მე-3 კლასამდე

ფრთის პროფილები (როგორც ტრადიციული ისე მომრგვალებული დიზაინის) კონვექციის შემზღუდველებით არის აღჭურვილი. კონვექციის შემზღუდველი REHAU-ს კიდევ ერთი სიახლეა. ეს არის ფრთის პროფილის შემინვის ფალცში თანაექსტრუდირებული მამჭიდროებლის დამატებითი ფურცელი, რომელიც შემავსებლის დაყენების შემდეგ, იქნება ეს მინაპაკეტი, თუ სენდვიჩი, ყოფს შემავსებლის გარშემო არსებულ საჰაერო სივრცეს ორ ავტონომიურად მომუშავე წინაკამერად და ამგვარად ხელს უწყობს სითბოს დანაკარგების შემცირებას შემინვის ფალცის სივრცეში ჰაერის კონვექციის შემცირების შედეგად.

პროფილის სისტემაში REHAU INTELIO გათვალისწინებულია თანაექსტრუდირებული მამჭიდოებლების ორი კონტური. ამ მამჭიდროებლის მასალამ და ფორმამ საუკეთესოდ განოავლინა თავი ინოვაცირ სისტემაში REHAU GENEO.